რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაზარალებული 19 ჟურნალისტის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა
10:00 / 12.08.2025
„მედიაომბუდსმენის“ დახმარებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოში 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე გაიგზავნა.
2023 წლის მარტში, კრიტიკული მედიის ჟურნალისტები და ოპერატორები
სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის“ (კანონი „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“) წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური
საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ.
საჩივარში მითითებულია, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებები:
სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი);
გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).
2023 წლის მარტში, “ქართული ოცნების” მიერ „რუსულ კანონის“ მიღების
მცდელობას მოჰყვა მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი. მასშტაბური
აქციების გაშუქებისას, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა
ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ
ძალადობას, ტექნიკის ჩამორთმევას და დაზიანებას.
“2023 წლის მარტში “ქართული ოცნების” მიერ „რუსულ კანონის“ მიღების
მცდელობას მოჰყვა მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი. მასშტაბური
აქციების გაშუქებისას ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა
ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ
ძალადობას, ტექნიკის ჩამორთმევას და დაზიანებას.
ძალადობის ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა, რომელიც
2025 წელს გაუქმდა და საქმეები პროკურატურას გადაეცა. მანამდე
საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
“მედიაომბუდსმენის” მოთხოვნა და დაზარალებულის სტატუსი 12 ჟურნალისტს
მიანიჭა. არ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რატომ არ ცნეს
დანარჩენი ცხრა პირი დაზარალებულად.
ბოლო მონაცემებით, არცერთი პოლიციელი არ არის იდენტიფიცირებული და
დასჯილი. საგამოძიებო უწყებას არ გამოუკითხავს საქმესთან შემხებლობაში
მყოფი არცერთი ძალოვანი. 2024-2025 წლებში “ქართულმა ოცნებამ” მედიის
დასასჯელად არაერთი შემზღუდავი კანონი მიიღო", - წერია
მედიაომბუდსმენის განცხადებაში.
საქმეში განმცხადებლები არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც
2023 წელს, სხვადასხვა მედიასაშუალებას წარმოადგენდნენ:
1. ნიკოლოზ კოკაია, ოპერატორი, ტელეკომპანია „პირველი“
2. მარი წაქაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
3. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა
„პუბლიკა“
4. მამუკა მგალობლიშვილი, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“
5. მაია თეთრაშვილი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
6. ნიკა კოკაია, ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
7. მიხეილ გვაძაბია, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „ტაბულა“
8. რატი მუჯირი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
9. გურამ მაისურაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
10. დეა მამისეიშვილი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
11. ზურაბი ჩხვირკია, ოპერატორი, ტელეკომპანია „მთავარი“
12. ნიკა საჯაია, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
13. ჯამლეთ ბაკურიძე, ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
14. ირაკლი ბახტაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
15. სალომე ჩადუნელი, ჟურნალისტი, რადიო თავისუფლება
16. გიორგი კვიჟინაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
17. დავით მანია, ჟურნალისტი/ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
18. ვახტანგ ქარელი, ფოტორეპორტიორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
19. თამარ გეგიძე, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა on.ge
საქმის მასალებს თან ერთვის „მედიაომბუდსმენის“ მიერ მომზადებული
ვიდეორეპორტაჟი:
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები