ახალი ამბები
6 თვეში საქართველოში რუსეთის 26 871 მოქალაქე დარჩა
FaceBook
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხო ქვეყნის 1 905 192 მოქალაქე შემოვიდა. შემოსულთაგან ყველაზე მეტი ანუ 498 726 რუსეთიდან იყო.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

6 თვეში საქართველოდან გავიდა რუსეთის 471 855 მოქალაქე , შესაბამისად დარჩა  26 871. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საზღვრის კვეთის მხრივ მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე - სომხეთი, რომელსაც მოჰყვება ევროკავშირის ქვეყნები, ხუთეულს კი ისრაელი ხურავს.

ქვეყნების პირველი ექვსეული და ევროკავშირი კვეთების რაოდენობის მიხედვით (2025 წლის 6 თვე):

რუსეთის ფედერაცია - შემოსვლა - 498 726, გასვლა - 471 855;

თურქეთი - შემოსვლა - 333 953, გასვლა - 340 050;

სომხეთი - შემოსვლა - 275 138, გასვლა - 271 974;

ევროკავშირის ქვეყნები - შემოსვლა - 137 586, გასვლა - 130 690;

ისრაელი - შემოსვლა - 102 037, გასვლა - 103 881;

აზერბაიჯანი - შემოსვლა - 85 371, გასვლა - 81 360;

ინდოეთი - შემოსვლა - 57 412, გასვლა - 59 835;

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხო ქვეყნის 1 851 009 მოქალაქე გავიდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეიდან,  5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების
აღებას ნახევარ ფასად შეძლებს.
15:38 / 11.08.2025
დღეიდან,  5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას ნახევარ ფასად შეძლებს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, ბიუროს
გადაწყვეტილებით,  პირველი მოადგილე, გია ბასილაძე შეასრულებს.
13:12 / 11.08.2025
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, ბიუროს გადაწყვეტილებით,  პირველი მოადგილე, გია ბასილაძე შეასრულებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.