ახალი ამბები
ვინ ჩაანაცვლა ირაკლი შენგელია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, ბიუროს გადაწყვეტილებით,  პირველი მოადგილე, გია ბასილაძე შეასრულებს.

უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა ირაკლი შენგელიას, რომელიც ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. 

ირაკლი შენგელიამ აღნიშნული პოზიცია, მას შემდეგ დატოვა, რაც "ოცნების" მხრიდან დადასტურდა,  რომ  ქუთაისში მერობის კანდიდატად მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს ასახელებდა. 

აღსანიშნავია, რომ "ოცნების" კანდიდატად ირაკლი შენგელიაც მოიაზრებოდა. 

მართალია, ჯერ "ოცნებას" ოფიციალურად არ წარუდგენია  რეგიონებში, მათ შორის, ქუთაისში  მერობის კანდიდატები, თუმცა, ბანარები  უკვე გავრცელა.

"ქართულმა ოცნებამ"  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები ამ დროისთვის  ოფიციალურად მხოლოდ თბილისში წარადგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხო ქვეყნის 1 905 192
მოქალაქე შემოვიდა. შემოსულთაგან ყველაზე მეტი ანუ 498 726 რუსეთიდან
იყო.
16:22 / 11.08.2025
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხო ქვეყნის 1 905 192 მოქალაქე შემოვიდა. შემოსულთაგან ყველაზე მეტი ანუ 498 726 რუსეთიდან იყო.
დღეიდან,  5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების
აღებას ნახევარ ფასად შეძლებს.
15:38 / 11.08.2025
დღეიდან,  5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას ნახევარ ფასად შეძლებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.