ახალი ამბები
"ოცნებამ" ოფიციალურ წარდგენამდე ქუთაისის მერობის კანდიდატის დავით ერემეიშვილის ბანერი განათავსა
FaceBook
"ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურ წარდგენამდე ქუთაისის მერობის კანდიდატის დავით ერემეიშვილის ბანერი განათავსა.
დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა, 2024 წლის ივლისიდან კი, მას შემდეგ რაც იოსებ ხახალეიშვილმა მერის თანამდებობა დატოვა, მერის მოვალეობას ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ  მმართველი პარტიიდან ქუთაისის მერობის კანდიდატად საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შენგელიაც განიხილებოდა, თუმცა, "ოცნებამ"  საბოლოდ არჩევანი დავით ერემეიშვილზე შეაჩერა.

დავით ერემეიშვილის კანდიდატად დადასტურების შემდეგ, ირაკლი შენგელიამ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან  ფეისბუქკზე დაწერა, თუმცა, წასვლის მიზეზზე არ უსაუბრია. მხოლოდ ის თქვა, რომ საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს.

"ქართულმა ოცნებამ" ამ დროისთვის  ოფიციალურად მხოლოდ თბილისში წარადგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისა
და ექსპლოატაციისთვის 1 893 533 ლარის ღირებულების ტენდერს
[NAT250019932] აცხადებს.
10:58 / 11.11.2025
ქუთაისის მერია ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისა და ექსპლოატაციისთვის 1 893 533 ლარის ღირებულების ტენდერს [NAT250019932] აცხადებს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქუთაისის სპორტის
სასახლისთვის, მგფ-ის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში
წარმოდგენილი კონცეფციები განიხილეს.
10:10 / 11.11.2025
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქუთაისის სპორტის სასახლისთვის, მგფ-ის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში წარმოდგენილი კონცეფციები განიხილეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.