ახალი ამბები
მზია ამაღლობელი სასამართლოზე საბოლოო სიტყვას დღეს წარმოთქვამს - ამით დასრულდება საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამრთლოში
FaceBook
დღეს, 4 აგვისტოს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.

ამით დასრულდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის 7-თვიანი განხილვა და დიდი ალბათობით, დღესვე იქნება ცნობილი მოსამართლის გადაწყვეტილებაც – განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე.

სასამართლოს წინა სხდომაზე, სადაც ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა დაასრულეს, მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა თავისი დასკვნითი სიტყვის გადადება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შესაძლოა დღესვე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

სასამართლოში ადვოკატებმა მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით, მედიამენეჯერის საქმე პოლიტიკურია და ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.

თავის მხრივ, პროკურატურა მზია ამაღლობელის ადვოკატებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.

ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, პროკურორების აღნიშნული შეთავაზება „სამართლებრივი მანიპულირებაა“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა, ამ დროის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები პროცესს აკვირდებოდნენ.

გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის გამოც მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ამავე თემაზე:



მზია ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
11:33 / 03.11.2025
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
10:52 / 03.11.2025

"ვარ ორი პრინცესას მამა, აქედან პატარა ჯერ ნანახიც არ მყავს და სწორედ ეს არის ამ უსამართლობაში კიდევ ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა",- ამის შესახებ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელი, თენგიზ გველესიანი ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბარობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.