ახალი ამბები
"ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება განათავსა თერჯოლის მუნიციპალიტეტში ლოკაციებზე" - პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
FaceBook
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 6,771 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, რომლის ნაწილი 13 პაკეტად დაფასოებული, უკანონო რეალიზაციის მიზნით განათავსა თერჯოლის მუნიციპალიტეტში ლოკაციებზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ასევე, თბილისის, აჭარის,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა
ამოიღეს.
11:39 / 01.11.2025
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ასევე, თბილისის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
11:02 / 31.10.2025
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.