ახალი ამბები
ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის რეაბილიტაციისთვის ტენდერს მეორედ აცხადებს
FaceBook
მას შემდეგ, რაც ქუთაისში, 8 აგვისტოს მემორიალის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, მერია სახელმწიფო შესყიდვას [NAT250013392] მეორედ აცხადებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ამჯერადაც 164 623 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს არსებული მოპირკეთების დემონტაჟს, ახლის მოწყობას და ტერიტორიის კეთილმოწყობას. დემონტაჟი ჩაუტარდება პირამიდის კონსტრუქციას და მის ქვეშ მდებარე მემორიალის ქვას.

"მონუმენტიდან 4 მეტრში ეწყობა ქანდაკება, რომლისთვისაც პროექტში გათვალისწინებულია პედესტალის მოწყობა.

ბეტონის ქვაფენილის ნაცვლად ეწყობა პორფირიტის ფილები, რომლითაც ასევე მოპირკეთდება პერიმეტრიული კედელი და ბორდიური. მონუმენტის შუა ნაწილი იფარება დიაბაზის მწვანე ფილით, ხოლო გვერდების მოპირკეთება ხდება წითელი გრანიტის ფილებით. დიაბაზის ფილით მოპირკეთდება ქანდაკების პედესტალიც.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია კიბეების და პანდუსის მოპირკეთება პორფირიტის ფილით. ტერიტორიის კეთილმოწყობა მოიცავს ნარგავების ფორმირებას, გადარგვას და ახალი ნარგავების განთავსებას. ასევე განთავსდება საპარკე სკამები და მოეწყობა მემორიალის განათება",- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაციამდე უნდა განხორციელდეს მოსამზადებელი სამუშაოები და მომზადდეს სამშენებლო მოედანი.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა შესრულდეს.

ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული მემორიალი:





დაინტერესებულებისთვის წინადადების მიღება 2 აგვისტოს იწყება და 5-ში მთავრდება.

8 აგვისტოს მემორიალი, აღმაშენებლის გამზირზე, 2008 წლის ომის გმირების სხოვნის პატივსაცემად გაიხსნა. ის ბოლოს 2020 წელს შეარემონტეს.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაიჭრა და დაშავდა 2 232 ადამიანი, მათ შორის 1045 სამხედრო მოსამსახურე. 

ამავე თემაზე:

ქუთაისში, 8 აგვისტოს მემორიალის რეაბილიტაცია იგეგმება



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დაკავებულ
თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
20:02 / 31.07.2025
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის
ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
12:25 / 31.07.2025
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.