ახალი ამბები
ქუთაისში, მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისში, მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც მერია ტენდერს [NAT250012835] აცხადებს.

საუბარია 29 ბინის ფასადის რეაბილიტაციაზე, რისთვისაც 9 708 183 ლარი (სავარაუდო ღირებულება) დაიხარჯება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი მოიცავს როგორც ფასადების რეაბილიტაციის
დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

სარეაბილიტაციო ობიექტების ჩამონათვალი:



როგორც სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტში ვკითხულობთ, 2025 წლის ბიუჯეტით ანაზღაურებული იქნება მხოლოდ 4 733 188 ლარის შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო დანარჩენი შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურდება 2026 წლის ბიუჯეტით.

შემსყიდველთან შეთანხმებული დეტალური პროექტის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების წარმოების საბოლოო ვადად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 30 მაისია განსაზღვრული.

წინადადების მიღება 2 აგვისტოს იწყება და 7-ში სრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხონის მუნიციპალიტეტში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
15:33 / 29.07.2025
ხონის მუნიციპალიტეტში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
შსს-ს თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს.
11:12 / 28.07.2025
შსს-ს თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.