ახალი ამბები
"საჩივარში ეწერა, გვწყევლა ლელა მესხიამ და ჩმორი გვიძახაო",- საირმის პროტესტის მონაწილე პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა
FaceBook
შპს "კურორტ საირმის" ადმინისტრაციამ საირმის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის ლელა მესხიას წინააღმდეგ ბაღდათის პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

ლელა მესხია პოლიციაში, დაკითხვაზე, იმყოფებოდა.

როგორც ის "ქუთაისიპოსტთან" განმარტავს, საჩივარი ეხებოდა იმას, რომ მან სასტუმროს დაცვას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, დაწყევლა და "ჩმორი" უწოდა.

მისივე თქმით, კურორტ საირმის მფლობელი თემურ კოხოძე (რომლის კომპანიაზეც გაიცა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ), აქციის მონაწილეების პროვოკაციას ცდილობს და მათ ყველა მეთოდით ებრძვის. 

"მივედი გამოკითხვაზე, იყო საჩივარი კურორტ საირმიდან, ასაჩივრებდნენ იმას, რომ შეურაცხყოფა მივაყენე დაცვის უფროსს. საჩივარში ეწერა, რომ გვწყევლა ლელა მესხიამ და ჩმორი გვიძახაო (დიახ, კოხოძის ჩმორები, მონები ხართ მეთქი, ვუძახოდი). ეს არის რაღაც ახალი, რაც აქვთ დაგეგმილი და მოფიქრებული კოხოძის იურისტებს. წინაპირობაა იმისა, რომ კიდევ რაღაცას გაგვიკეთებენ და გვიზამენ.

კოხოძეს ფული და გავლენები აქვს და ფიქრობს, რომ ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ არაფერს და სადამდე მიგვიყვანს ეს დაპირისპირება შევხედავთ, რადგან ერთი ნაბიჯით უკანაც არ გადავდგამთ ფეხს. ყველაზე მეტი საგანგაშო ისაა, შენი რომაა (120 წელზე მეტი) ეს მამაპაპისეული მიწა, გაფორმებულიც რომ გაქვს და რომ მოგიბრუნდება ვიღაც ფულიანი: მე მჭირდება ეს, თქვენ ხელისშემშლელი ხართ ჩვენთვის და წადით აქედანო, გვეტყვის. ამაზე გვიწევს ბრძოლა და მტკიცება იმისა, რომ ეს ჩვენია და თაღლითურად არ გვაქვს დამტკიცებული. სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? ნუთუ არ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გამოიძიებს როგორც საჭიროა და ყველას მიუჩენს თავის ადგილს?",- ამბობს ლელა მესხია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, "კურორტი საირმის" ადმინისტრაციამ აქციის მონაწილებს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ დამსვენებლები სასტუმროს შესასვლელთან მიმდინარე აქციის გამო, ხმაურით წუხდებიან, რის გამოც მათ ფინანსური ზარალი ადგებათ, რომლის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობის აღებაც აქციის ორგანიზატორებს მოუწევდათ. ამასთან, წერილში, ადმინისტრაცია მოუწოდებდა მათ, შეეცვალათ აქციის გამართვის ლოკაცია და შეკრებილიყვნენ კურორტის ტერიტორიისგან მოშორებით.

როგორც ლელა მესხია განმარტავდა, ეს წერილი მათ პროვოკაციის მიზნით გამოუგზავნეს, რომ ადგილობრივები, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ, აღშფოთებულიყვნენ.

მისივე თქმით, წერილის ხელმეორედ გადმოცემისას, ის დაცვის წარმომადგენელს, რომელიც პროტესტის მონაწილეებს ტელეფონით უღებდა, სიტყვიერად დაუპირისპირდა, შედეგად კი პოლიცია გამოიძახეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტამდე საპოლიციო ჩხრეკა ჩატარდა საირმის პროტეტის მონაწილის ვეფხია მესხიას (ლელა მესხიას ძმის) სახლში.

კურორტ საირმეში ადგილობრივები სამ თვეზე მეტია, 13 296 ჰა მიწის ფართობზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ლიცენზია უკანონოდ არის გაცემული. ამის გარდა, ლიცენზიით განსაზღვრულ სამონადირეო მეურნეობის არეალში მოქცეულია ადგილობრივების, როგორც თვითონ ამბობენ, მამაპაპისეული მიწა, რომელზეც პროკურატურა მოსახლეობას თაღლითობის ბრალდებით ედავება.

საქართველოს პროკურატურა კურორტ საირმეში 9 ოჯახს (თავდაპირველად 20-მდე ოჯახს, მაგრამ დანარჩენებმა საპროცესო შეთანხმება გააფორმეს) მიწის ნაკვეთების მითვისებას ედავება, უწყება მათ თაღლითობაში სდებს ბრალს და მეპატრონეებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურამ გამოძიება 2021 წლის დეკემბერში, სატყეო სააგენტოს საჩივრის საფუძველზე, დაიწყო. ბრალდებულები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება კურორტ საირმის მფლობელის, თემურ კოხოძის ინტერესებს ემსახურება. სწორედ კოხოძის კომპანიაზე გაიცა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია.

ადგილობრივების ბრალდებებზე "ქუთაისიპოსტმა" შესაბამის უწყებებს ( ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს პროკურატურა, თემურ კოხოძის კომპანიას) ოფიციალური წერილები 20 ივნისს გაუგზავნა, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

ამავე თემაზე:

"მირეკავენ ბაღდათის პოლიციიდან, მიბარებენ გამოკითხვაზე"- საირმის პროტესტის მონაწილე

"
საჩივარიაო, თითქოს მე ვიღაცას დავემუქრე" - საირმის პროტესტის მონაწილის, ვეფხია მესხიას სახლში საპოლიციო ჩხრეკა ჩატარდა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მერიამ, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული
სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მეწყერული პროცესების
საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური
კვლევა შეისყიდა.
15:43 / 25.07.2025
ხარაგაულის მერიამ, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მეწყერული პროცესების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა შეისყიდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 ივლისს, საქართველოში
მაღალი ტემპერატურის ფონზე, ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და
სეტყვა.
13:18 / 25.07.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 ივლისს, საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.