ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჭიათურელი მაღაროელების პროცესი გაიმართება
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჭიათურაში დაკავებული მაღაროელების მომდევნო პროცესი გაიმართება.

მერაბ სარალიძის, აჩიკო ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგო გველესიანის საქმეზე სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

ოთხივე დაკავებული, 17 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

მაღაროელებს, რომლებიც უკვე 146 დღეა, უწყვეტ პროტესტში არიან და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ერთ თვეზე მეტია, შიმშილობენ, თანამებრძოლების ციხიდან გამოშვების იმედი აღარ აქვთ. ისინი  მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.

"დღეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესია. რო გითხრა სიმართლე, აღარ გვაქვს იმედი, რომ ბიჭებს გაათავისუფლებენ. ჯერ კიდევ ვაჭრობის ხელსაყრელი საგანია მათთვის დაკავებული ბიჭები, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის უსამართლობა, რაც ხდება ჭიათურაში, არავის შერჩება. უფალი მაღალია და ყველას თავისას მიუზღვავს დროთა განმავლობაში",- ამბობენ მშრომელები.

ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იუზა უგულავა ქუთაისის მერის მოადგილის პოსტს დღეიდან აღარ დაიკავებს.
18:08 / 08.09.2025
იუზა უგულავა ქუთაისის მერის მოადგილის პოსტს დღეიდან აღარ დაიკავებს.
ქუთაისელი სტუდენტი საბა ხუჯაძე, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან,
გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
დაიწყებს საქმიანობას.
12:31 / 08.09.2025
ქუთაისელი სტუდენტი საბა ხუჯაძე, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყებს საქმიანობას.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.