ახალი ამბები
"ვითხოვთ კუთვნილ ხელფასებს, რომელიც უკვე 4 თვეა, დამსაქმებელს არ გაუცია"- ჭიათურაში აქცია მიმდინარეობს
FaceBook

ჭიათურის ცენტრში გაშლილ საპროტესტო კარვებთან მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ.



ადგილზე ის ადამიანები არიან შეკრებილი, ვისაც "ჯორჯიან მანგანეზისგან" 4 თვის ხელფასი ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

ისინი კომპანიისგან კუთვნილი ანაზღაურების გაცემას ითხოვენ.

"ვითხოვთ კუთვნილ ხელფასებს, რომელიც უკვე 4 თვეა, დამსაქმებელს არ გაუცია. აქ არის ის ხალხი შეკრებილი, ვინც არ მოაწერა ხელი მასობრივი რეორგანიზაციის დოკუმენტს, ასევე არის შეკრებილი ხალხი, ვინც მოაწერა ხელი, მაგრამ ვერ დასაქმდა და ვერც ხელფასი მიიღო. ყველა უნდა გავერთიანდეთ. უნდა ავიდეთ სამანატორიუში, და მოვთხოვოთ კომპანიის
ხელმძღვანელ ჩვენი კუთვნილი ხელფასი

თვეები გავიდა, რაც პროტესტში ვართ, ეს პროტესტი ახლა ძირითადად გადართულია ჩვენი 4 უსამართლოდ დაკავებული თანამებრძოლის სოლიდარობაზე, მათი გათავისუფლების მოთხოვნაზე. თუმცა, პარალელურად, შრომითი დავები გვაქვს კომპანიასთან, მოვამზადეთ სარჩელები, რომლითაც კომპანიას ვედავებით ამ უკანონო რეორგანიზაციას. ასევე ვედავებით იმ ხელფასებს და იმ ნაცდურ ანაზღაურებებს, რომელიც ჯერჯერობით არ მიგვიღია და არც ვიცით როდის მივიღებთ. ბევრია, ვინც კომპანიისგან არის მოტყუებული და შეურაცხყოფილი",- ამბობენ მაღაროელები.

ჭიათურაში დღეს პროტესტი 123-ე და შიმშილობის 21-ე დღეა.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხვდება.

ამის მიუხედავად ჭიათურელი მაღაროელები ბრძოლას აგრძელებენ - უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების
მცდელობის ფაქტზე, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
12:53 / 09.07.2025
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
ჭიათურაში, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა კიდევ ერთმა მაღაროელმა,
თემური მოდებაძემ, დაიწყო.
10:35 / 09.07.2025
ჭიათურაში, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა კიდევ ერთმა მაღაროელმა, თემური მოდებაძემ, დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.