ახალი ამბები
საქართველოში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება
FaceBook
ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ტყის საფარის დაბალ ფენას - ეკალ-ბარდებს უკიდია.

"ხანძრის კერები თითქმის ყველა რეგიონში ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სამუშაოებში ჩართულები არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები.

სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის ძირითად გამომწვევ მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის გამო, გამოიწვევს დაჯარიმებას.

სამართალდარღვევების აღკვეთის, გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი, უწყვეტი პატრულირების პარალელურად, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე",- აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ხანძარი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „აჭარის
ტელევიზიიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
20:31 / 03.06.2026
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „აჭარის ტელევიზიიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, 2 ივნისს ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ,
თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ ელექტრონული
წერილები მიიღეს, რომლებშიც ეცნობათ, რომ მათთან შრომითი
ხელშეკრულებები შეწყდა.
13:56 / 02.06.2026
მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, 2 ივნისს ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ ელექტრონული წერილები მიიღეს, რომლებშიც ეცნობათ, რომ მათთან შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.