გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-11 ივლისს, საქართველოს
ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ
რაიონებში შესაძლებელია სეტყვა.
ამასთან, იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში
დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია უმეტესად
უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): შესაძლებელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, +34, +36 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო):
შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით,
+27, +29, გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია
უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
მასალის გამოყენების პირობები