ახალი ამბები
„არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობას“ - დაკავებული პოლიტიკოსების პარტიების პასუხი მიხეილ ყაველაშვილს
FaceBook
დაპატიმრებული პოლიტიკოსების პარტიები მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას, შეწყალების თაობაზე, არ იღებენ და უარით პასუხობენ.

მიხეილ ყაველაშვილი დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, სთხოვონ მას შეწყალება იმ პირობით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ასეთ შემთხვევაში მათ შეწყალებას ჰპირდება.

"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე", - წერს მიხეილ ყაველაშვილი ფეისბუკზე 4 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თუმცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მისი ეს შეთავაზება არ მიიღეს.

"ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით... ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგიბაზე" - ასე უპასუხა "კოალიციამ ცვლილებისთვის" მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას.

გიორგი ვაშაძის დაფუძნებული პარტია "სტრატეგია აღმაშენებლი" მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას პასუხად ამბობს, რომ როგორც არ აღიარებენ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისე არ აღიარებენ არალეგიტიმურ პრეზიდენტს.

"სახეზეა რეჟიმის პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება, და არა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება. ამიტომ ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე", - აცხადებს პარტია.

"ჩვენ მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან", - განაცხადა პარტია "ლელოს " წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ 4 ივლისს.

კუპრაძემ თქვა, რომ მართალია, პარტიას არ აქვს შესაძლებლობა, დაეკონტაქტონ პატიმრობაში მყოფ ლიდერებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, - ის მაინც ამბობს:
"ვიცი რა, რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების, მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100% მათი პოზიცია ვაცხადებ, არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით".

თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე რვა პოლიტიკოსი ერთდროულად არის პატიმრობაში.

მათგან 6 სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერია.

ყველა მათგანი დაპატიმრებულია იმ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ.

ესენი არიან:

ნიკა მელია ("ახალი"/"კოალიცია ცვლილებისთვის")
ნიკა გვარამია ("ახალი"/"კოალიცია ცვლილებისთვის")
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ("ახალი"/"კოალიცია ცვლილებისთვის")
მამუკა ხაზარაძე ("ლელო"/"ძლიერი საქართველო")
ბადრი ჯაფარიძე ("ლელო"/"ძლიერი საქართველო")
გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი"/"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა")
ირაკლი ოქრუაშვილი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი)
გივი თარგამაძე (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტიკოსი).

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მაღაროელები, რომლებიც მეხუთე თვეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს
მართავენ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით კიდევ ერთხელ
მიმართავენ.
13:30 / 05.07.2025
მაღაროელები, რომლებიც მეხუთე თვეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით კიდევ ერთხელ მიმართავენ.
ხარაგაულის ორ სოფელში, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესების
გეოლოგიური შესწავლა გრძელდება.
10:00 / 05.07.2025
ხარაგაულის ორ სოფელში, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესების გეოლოგიური შესწავლა გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.