ახალი ამბები
ხარაგაულში, მეწყრული პროცესების გეოლოგიური შესწავლა გრძელდება - ევაკუირებულია 21 ოჯახი
FaceBook
ხარაგაულის ორ სოფელში, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესების გეოლოგიური შესწავლა გრძელდება.
ამ ეტაპზე, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართიდან 21 ოჯახია გაყვანილი.

როგორც ხარაგაულის მერიაში განმარტავენ,  ამ დროისთვის,  მიმდინარეობს მეწყერული პროცესების გამომწვევი მიზეზების კვლევა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

,,მერია მოქმედებს გეოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ მუდმივ კომუნიკაცია გვაქვს თითოეულ ოჯახთან, ვსწავლობთ მათ მდგომარეობას და ვცდილობთ, მერიის შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით უზრუნველვყოთ შესაფერისი ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი მათთვის", - განაცხადა ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.

სოფელ ხემაღალსა და ღვერკში, მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახის წევრის
მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის, ასევე საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება
წარუდგინა.
17:03 / 21.08.2025
პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„სამართლიანი არჩევნები” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს
სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება,
თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო
პროცესების მონიტორინგს და შეფასებას
14:36 / 21.08.2025
„სამართლიანი არჩევნები” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.