გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან
დამატებით 4 მილიონი ლარი გამოიყო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირველ ივლისს ხელმოწერილი
განკარგულებით, თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდან გამოიყოფა.
"გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და
საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების
მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ –
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვწულ სააგენტოს
გამოუყოს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი.
დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ.
სააგენტოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიისათვის (მიმღების დასახელება: გელათის რეაბილიტაციის დროებითი
კომიტეტი) 4 000 000 (mთbი მილიონი) ლარის გადარიცხვა მ.
განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოებისათვის", -
აღნიშნულია განკარგულებაში.
მანამდე, 2024 წლის 18 მარტის განკარგულებით, გელათის ტაძრის
რეაბილიტაციისთვის ჯერ 7.5 მლნ გამოიყო, 2024 წლის 9 სექტემბერს კი,
დამატებით - 11,5 მილიონი ლარი.
გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა,
თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და
ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და
უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა,
პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა,
პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ
კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.
მასალის გამოყენების პირობები