ახალი ამბები
"ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ გელათი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას"- ირაკლი კობახიძე
FaceBook

"გელათში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ აღდგეს ძეგლი იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობამდეც იყო კონკრეტული დაზიანების მიღებამდე"


ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასული პერიოდის განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდა გელათში, სადაც ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.

მისივე შეფასებით, ძეგლის აღსადგენად მიღებულია კონკრეტული ზომები.

„აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც მთლიანად დაიცავს ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან და უზრუნველყოფს ტაძრის გამოშრობას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოხდეს, როგორც უნიკალური ფრესკების, ასევე მოზაიკის კონსერვაცია. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ რეაბილიტაციის სამუშაოები ძალიან მალე დასრულდეს და გელათი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას.

მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს და საპატრიარქოს კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, ყველა იმ ნაბიჯისთვის, რომელიც გადაიდგა ძეგლის აღდგენა-განახლებისთვის“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები გუშინ, 25 ივნისს, დასრულდა. ერთიანი-დროებითი გადახურვის სამუშაოები მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის - UNESCO რეკომენდაციის მიხედვით გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა განახორციელა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მე-2 სვირის აკაკი წერეთლის სახელობის N1
საჯარო სკოლის პედაგოგი ინგა ხეცაძე კონკურს
13:39 / 27.06.2025
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მე-2 სვირის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ინგა ხეცაძე კონკურს "მწვანე ჯილდო 2025"-ის გამარჯვებული გახდა.
ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების
თარიღი კიდევ 3 თვით გადავადდა.
12:39 / 27.06.2025
ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი კიდევ 3 თვით გადავადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.