ახალი ამბები
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო
FaceBook
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამააღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.

ამის შესახებ დღეს  26 ივნისს ბრიფინგზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)  ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან გუშინ 25 ივნისს მიღებული პასუხზე ისაუბრა.
ორგანიზაცია მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ.

მათი ინფორმაციით საქმეს შესაძლოა  სტატუსი (Impact Case) მიენიჭოს, რაც მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსია. 

"საქმის არსებითი განხილვა საჩივრის წარდგენიდან შემჭიდროვებულ ვადებში, 2 თვეში დაიწყო […] საჩივარში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს უსაფუძვლოდ, ხოლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად, შესაბამისი საფუძვლების გარეშე და ეროვნულმა სასამართლოებმა წინასწარი პატიმრობის კანონიერება არ შეაფასეს.

ამასთან, მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლება შეიზღუდა კონვენციაში გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნებით, და წინასწარი პატიმრობის გამართლება, მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პარალელურად, წარმოადგენდა მის ბრალეულობაზე ნაადრევ დასკვნას. საჩივარში ასევე აღნიშნულია, მობილური ტელეფონის სავარაუდოდ უკანონო ჩამორთმევისა და ჩხრეკის ფაქტზე, რამაც შეზღუდა მზია ამაღლობელის პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რასთან დაკავშირებითაც მას არ ჰქონია ეფექტიანი დაცვის საშუალება ეროვნულ დონეზე", – აცხადებენ საიაში.

სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს მიმართა. პირველ ეტაპზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კითხვებზე პასუხის გაცემისა და პოზიციის დაფიქსირების ვალდებულება სახელმწიფოს აქვს.

საია-მ მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოს 28 აპრილს მიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს
უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე
პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს
13:42 / 18.08.2025
სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს
დღეს, 18 აგვისტოს,  საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო
საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ.
12:28 / 18.08.2025
დღეს, 18 აგვისტოს,  საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.