"ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე,
სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მას ასევე შეეზღუდა 2 წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება.
განაჩენი მოსამართლე ზვიად შარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში
დღეს, 23 ივნისს გამოაცხადა.
ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო "სისხლის სამართლის კოდექსის"
349-ე მუხლით, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო
კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.
7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურა
ჯაფარიძეს ("კოალიცია ცვლილებისთვის"), რომელიც უკვე პატიმრობაშია,
რადგან არ გადაიხადა გირაო. მასაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას"ედავებიან.
კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც:
მამუკა ხაზარაძის თანაპარტიელი (ბადრი ჯაფარიძე), "კოალიცია
ცვლილებისთვის" ლიდერები (ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე)
და ასევე სხვები. ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ზურა ჯაფარიძის
მსგავსად, ამ საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული ირაკლი ოქრუაშვილსაც
- მათ გირაო არ გადაიხადეს. მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და
გიორგი ვაშაძემ ("სტრატეგია აღმაშენებელი") გირაო გადაიხადეს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პარტია "გახარია
საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს ვადას,
იმისათვის, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს.
მასალის გამოყენების პირობები