ახალი ამბები
"დადგენილ ნორმას ორ შემთხვევაში აღემატებოდა"- სურსათის სააგენტო საზამთროს და ნესვს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს
FaceBook
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმპორტირებული საზამთრო და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შეამოწმა.
სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია იმპორტირებული საზამთროს და ნესვის 41 ნიმუში.

"კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას - 90 მგ.კგ, მხოლოდ ორ შემთხვევაში აღემატებოდა. ნესვის ნიმუშებში ერთ შემთხვევაში მცირედით აჭარბებდა დადგენილ მაჩვენებელს და 98,3 მგ.კგ. იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში - 140 მგ.კგ-ს შეადგენდა.

შედეგად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები და ბიზნესოპერატორს დაავალა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.

სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს",- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.