ახალი ამბები
პოლიციამ იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 7 პირი
FaceBook
თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1963 წელს დაბადებული ზ.ზ., 1973 წელს დაბადებული ზ.წ., 1982 წელს დაბადებული რ.კ., 1988 წელს დაბადებულ რ.შ., 1967 წელს დაბადებული მ.ც., და წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ფ.ბ., და 1972 წელს დაბადებული ნ.წ.

"სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა - პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4, 260-ე მუხლის მე-3 და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.