ახალი ამბები
ზიანის ანაზღაურება, როგორც დამნაშავისგან, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან, საქართველოდან გასვლის აკრძალვა - საკანონმდებლო პაკეტი
FaceBook
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის ახალი წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.

"ქართული ოცნების" კანონპროექტს პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე განიხილავენ. 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, მსჯავრდებულისგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. კანონპროექტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში.

ცვლილებების ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გურამ მაჭარაშვილისა და აკაკი ალადაშვილი არიან.

ცვლილებები შედის "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში", "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ", "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ", "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონში " და "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონში ".

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელი იქნება, თუკი ჩადენილია "სისხლის სამართლის კოდექსის": - 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 183-ე მუხლით, 185-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტით, 187-ე მუხლით, 215-ე მუხლით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 2592 მუხლით, 2594 მუხლით ან 397-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით. კერძოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის განსაზღვრული იქნება - 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის - 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მას შემდეგ რაც სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 პირი
პატიმრობაში დატოვა, მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.
13:35 / 20.06.2025

მას შემდეგ რაც სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 პირი პატიმრობაში დატოვა, მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.

სახელმწიფოს წყალტუბოში გასხვისებული 3 ყოფილი სანატორიუმი
დაუბრუნდა.
12:15 / 20.06.2025
სახელმწიფოს წყალტუბოში გასხვისებული 3 ყოფილი სანატორიუმი დაუბრუნდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.