გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს და ხვალ, 16-17 ივნისს , დროგამოშვებით, მცირე
ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20-21 გრადუსი დაფიქსირდება.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, 18 ივნისიდან 21 ივნისის დღის მეორე
ნახევრამდე, თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
გათბება 26-დან 30 გრადუსამდე.
22 ივნისს კვლავ დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა და შესაძლოა,
გაწვიმდეს.
მასალის გამოყენების პირობები