შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას
14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი"
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები