ახალი ამბები
პატიმრებს შემოწმების დროს სრულად აღარ გააშიშვლებენ - სახალხო დამცველი
FaceBook
პატიმრებს შემოწმების დროს სრულად აღარ გააშიშვლებენ.

ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი იუწყება. 

მათი ინფორმაციით იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა მათი მოთხოვნა პატიმრებს გაშიშვლების პრაქტიკის აკრძალვის შესახებ.

პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახალხო დამცველმა 2025 წლის 5 თებერვალს მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა, შემოწმების დროს სრული გაშიშვლების აკრძალვა.

საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელში სადავოდ იყო გამხდარი №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16, №17 და №18 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს პატიმრის სხეულის მთლიან გაშიშვლებას მისი სრული შემოწმების დროს. კერძოდ, სადავო ნორმების შესაბამისად, სრული შემოწმებისას, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები.

"საპარლამენტო ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით, უზრუნველეყო სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ იყო შესრულებული", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემდეგ, სამინისტრომ სასამართლოს 11 ივნისს აცნობა, რომ ეს პრაქტიკა 10 ივნისიდან შეიცვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის,
საპატრულო პოლიციის, თბილისის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და იმერეთის
პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 14
პირი დააკავეს.
11:42 / 14.09.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 14 პირი დააკავეს.
შსს-ს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო
პოლიციის, აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, თბილისსა და
რეგიონებში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა
ამოიღეს და 7 პირი დააკავეს.
11:37 / 14.09.2025
შსს-ს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 7 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.