ახალი ამბები
თეატრებში მაყურებლის რაოდენობით იმერეთი მეორე ადგილზეა
FaceBook
2024 წელს დამსწრე მაყურებელთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.6%-ით შემცირდა.

ინფორამციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2024 წელს, სპექტაკლებს  ჯამურად 636.1 ათასი ადამიანი დაესწრო. მათგან 2/3, ანუ 66.2% დედაქალაქზე მოდის.

მაყურებელთა სიმრავლით, მეორე ადგილს იმერეთის რეგიონი იკავებს. მისი წილი მაყურებელთა ჯამურ რაოდენობაში 10.3%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოში 54 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა. თეატრების უმრავლესობა, 43 ერთეული - დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების ჟანრში მუშაობდა. ამასთან, ქვეყანაში მოქმედებდა 7 თოჯინების, 2 ოპერისა და ბალეტის, ასევე 2 ბავშვთა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი.

თეატრების უმრავლესობა, ანუ 53.7% თბილისში ფუნქციონირებდა, 14.8 % - იმერეთში, ხოლო დარჩენილი 31.5 %, სხვა რეგიონებში.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში 4.8 ათასი ღონისძიება ჩატარდა, აქედან 177 იყო გასვლითი (ქალაქის გარეთ). ხოლო, საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ 136 ერთეული შეადგინა და ჯამში, 4 518 ერთეული სპექტაკლი ჩატარდა. მოცემული სტატისტიკიდან დგინდება, რომ 2024 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 3.5%-ით არის შემცირებული. ჩატარებული სპექტაკლების დაახლოებით ორი მესამედი, კონკრეტულად 69.4% თბილისში ჩატარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.