ახალი ამბები
"გრანტების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად"- SJC
FaceBook
"ქართულ ოცნებას“ მორიგი რეპრესიული ცვლილებები შეაქვს „გრანტების შესახებ“ კანონში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს და ტოტალურს ხდის სამოქალაქო საზოგადოებისა
და მედია ორგანიზაციების კონტროლის ფარგლებს და ფორმებს", - ამის შესახებ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის"განცხადებაშია ნათქვამი.


როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები “ქართული ოცნების” მთავრობას ამ ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსობრივი კონტროლის განუჭვრეტელ და შეუზღუდავ უფლებამოსილებებს ანიჭებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის გაერთიანებების საქმიანობის გაგრძელებას.

"გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის დამოუკიდებელი გაერთიანებების საქმიანობის გაგრძელებას, როგორც უცხოური გრანტების გამცემი სუბიექტებისთვის (დონორების), ისე გრანტის მიმღები ადგილობრივი ორგანიზაციებისთვისაც. საქართველოში, სადაც ეკონომიკა სუსტია და ღარიბი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი პარტიული და ეკონომიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფინანსური მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი წყარო იყო და რჩება.

ინიცირებული ცვლილებები აშკარად არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას, რადგან ქმნის შეუზღუდავ ბარიერებსა და კონტროლს გაერთიანებების დაფინანსებისა და ფუნქციონირების ფუნდამენტურ პირობებზე.

საბოლოოდ, აშკარაა, რომ „გრანტების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები არ წარმოადგენს უბრალოდ ტექნიკურ საკანონმდებლო ცვლილებას, არამედ ფუნდამენტური უფლებების - გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, თანასწორობისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცის არსებობის, სისტემურ და მიზანმიმართულ წაშლას",- აღნიშნულია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში.

"ოცნების" პარლამენტმა 12 ივნისს, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას მესამე მოსმენით, 84 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განმარტა, კანონპროექტის თანახმად, მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+)-ის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტები.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, გრანტის ცნების შესახებ ჩანაწერიც ზუსტდება. კერძოდ, ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია, ასევე მიჩნეული იქნება გრანტად.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, გარკვეული ტექნიკური დაზუსტებებია გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან მიმართებითაც, რომელიც უკავშირდება ჰუმანიტარულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს და აგრეთვე, ზუსტდება გრანტის გამცემის სუბიექტების ნუსხა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პატიმრებს შემოწმების დროს სრულად აღარ გააშიშვლებენ.
14:20 / 13.06.2025
პატიმრებს შემოწმების დროს სრულად აღარ გააშიშვლებენ.
12:45 / 13.06.2025

"ისე მოტყუებულები დავრჩით, ბიჭები დატოვეს საპატიმროში", - ასე ეხმაურებიან მაღაროელები ჭიათურაში დაკავებული 4 თანამებრძოლის პატიმრობაში დატოვებას.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.