„სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პოსტების მიმართ ცენზურის დაწესება
და ამ საფუძვლით მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეების წარმოება გამოხატვის თავისუფლების
მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო
გააუარესებს“.
ასე ეხმაურება სოციალური სამართლიანობის ცენტრი პარტია "ქართული
ოცნების" მიერ ახალ სამართლებრივი დავას იმ პირების წინააღმდეგ,
რომლებმაც პარტიის წევრებისადმი "შეურაცხმყოფელი ქმედებები
განახორციელეს".
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია "ქართულმა ოცნებამ"
ახალი სამართლებრივი დავა წამოიწყო და შსს-ში საჩივარი შეიტანა იმ
პირების წინააღმდეგ, რომლებმაც პარტიის წევრები გააკრიტიკეს.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი
შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად 2025 წლის თებერვლის
რეპრესიული საკონონმდებლო ცვლილებებებით იქცა და ამ ქმედებისთვის
არაპროპროპორციულად მაღალი საქნცია (1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე
ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა) განისაზღვრა. ეს მუხლი, ისევე როგორც
თებერვალში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მთელი პაკეტი,
კრიტიკულად შეაფასა არაერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, მათ შორის,
ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა, მიმდინარე წლის მარტში.
სოციალური სამარლიანობის ცენტრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის ამ მუხლს აშკარად არაკონსტიტუციურს უწოდებს. მათი
განამრტებით, კოდექსში თებერვალში დამატებული ახალი ნორმის ერთ-ერთი
პრობლემა ისიც არის, რომ ერთ სიბრტყეში აყენებს სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირებსა (მაგალითად, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი,
მინისტრები, პარლამენტის წევრი) და რიგით საჯარო მოხელეებს, რომლებსაც
ნაკლები საჯარო პასუხისმგებლობა და ცნობადობა აქვთ თავიანთი
ფუნქციებიდან გამომდინარე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
განმარტებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო
ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. შესაბამისად, პოლიტიკოსებსა და
სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული
კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე
სხვა ნებისმიერ მოქალაქეს.
"იმთავითვე ცხადია იყო, რომ ეს ცვლილება პოლიტიკური შინაარსის
გამოხატვის შეზღუდვისა და მოქალაქეების დასჯის მიზნით იქნებოდა
გამოყენებული. ამის მიუხედავად, ახალმა ნორმამ, რომლის პირველადი
მიზანი ფიზიკურ სივრცეში მომხდარი შემთხვევების რეგულირება იყო,
ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში, პრაქტიკაში, კიდევ უფრო პრობლემური და
რეპრესიული შინაარსი მიიღო, ვიდრე მისი სიტყვასიტყვითი განმარტებით
იყო შესაძლებელი და ონლაინ სივრცეში გამოხატვაზეც გავრცელდა", -წერია
განაცხადებაში.
სოციალური სამართლეანობის ცენტრში აზუსტებენ, რომ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 (16-)ე მუხლი
პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა:
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის
პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/ მასთან გათანაბრებული პირის ან/და
საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება,
შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების
განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან/საქმიანობასთან
დაკავშირებით. აშკარაა, რომ სამართალდარღვევის შემადგენლობა ფართოა,
თუმცა მისი შინაარსიდან სოციალურ ქსელებში გამოხატვის რეგულირება
პირდაპირ არ გამომდინარეობს.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში პოლიტიკურ
გამოხატვას სიძულვილის ენის პროპაგანდის პრევენციის მიზნით ზღუდავენ,
თუმცა შეურაცხმყოფელი გამოხატვა ყველა შემთხვევაში არ გულისხმობს
სიძულვილის ენის გამოყენებას, მით უფრო, მაშინ, როდესაც მისი შინაარსი
პოლიტიკური თანამდებობის პირს მიემართება და გამოხატვის ფარგლებიც
შესაბამისად უფრო ფართოა. სოციალურ ქსელში პოლიტიკური თანამდებობის
პირის მისამართით დაფიქსირებული პოზიცია, თუნდაც ის მწვავე კრიტიკის
ან შეურაცხყოფის ფორმას ატარებდეს, არ უქმნის ადრესატს მყისიერ
საფრთხეს და არც მის საქმიანობას აბრკოლებს.
შესაბამისად, გამოხატვა, რომელიც არ მოიცავს დანაშაულებრივი ქმედების
ჩადენის მოწოდებასა და რეალურ მუქარას, არ უნდა ექვემდებარებოდეს
შეზღუდვას და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, ნათქვამია
განცხადებაში.
"ინტერნეტ სივრცეში ცენზურის დაწესება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვასთან შედარებით, კიდევ უფრო სახიფათო
ტენდენციებს აჩვენებს, რადგან თანამედროვე სამყაროში სოციალური მედია
პოლიტიკური აქტივიზმისა და საპროტესტო მოძრაობის ორგანიზების
მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. სოციალურ ქსელში პოლიტიკური
გამოხატვისთვის მოქალაქეების დასჯა მასობრივი და ავტომატური კონტროლის
განცდას აჩენს და მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლების
უფლების რეალიზებაზე".
ამ საქმეების წარმოების ტენდენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ
"ქართული ოცნება" ყველა მექანიზმს იყენებს კრიტიკულად განწყობილი
მოქალაქეების დევნისა და დასჯისთვის, წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები