ახალი ამბები
იანვარ-მაისში დაცულ ტერიტორიებს 243 777 ვიზიტორი ეწვია
FaceBook
მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 243 777 ვიზიტორი ეწვია.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ვიზიტორთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ვიზიტორების რაოდენობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი.

"აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს ვიზიტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს უნიკალური ბუნების მიმართ. დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სერვისების განვითარებას, რაც ხელს უწყობს მარტივ და კომფორტულ მოგზაურობასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას",- აღნიშნავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებას
წყვეტს.
12:51 / 12.09.2025
ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებას წყვეტს.
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც უკვე 196 დღეა, ქუჩაში უწყვეტ
პროტესტს მართავენ, საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.
11:00 / 12.09.2025
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც უკვე 196 დღეა, ქუჩაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.