ახალი ამბები
"უპატრონოდ ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი“- მამუკა მდინარაძე
FaceBook
საქართველოში, უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა იწყება.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველოს მასშტაბით, უპატრონო ძაღლების რაოდენობა 300-დან 350 ათასამდე მერყეობს.

„ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას, აღსრულებას, რაც ამ უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს. ასევე, ავამუშავებთ ამ მიმართულებით ელექტრონულ პროგრამას და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა“,- განაცხადა მან.

მდინარაძის განმარტებით, ძაღლის მიტოვება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება.

„ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ასე მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი. ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, მიკვლევადობა უზრუნველყოს თავის ცხოველთან მიმართებით. ე.წ. დაჩიპვა, ისეთი ნიშანი დაადოს, რომ შემდეგ გარეთ აღმოჩენილი ცხოველის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი. ასე უპატრონოდ, ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი.

მართლა არ შეიძლება, რომ აღარ მოგეწონა და ხვალ არაერთი ლეკვი შენი ძაღლის, რომელიც სახლში გყავს, სადღაც გარეთ დაყარო. ერთი მხრივ, ეს არ არის მთლად მორალური საქციელი და, მეორე მხრივ, ამ ძაღლების გარეთ მიტოვებით პრობლემა შეუქმნა საზოგადოებას. მოკლედ, ამ საკითხის გადაჭრა ამ და სხვა შესაბამისი ნორმების მიხედვით იქნება შესაძლებელი, თუმცა, ზოგადად, ეს ერთდღიანი, ერთთვიანი ან მცირეხნიანი პროცედურა არ არის, ამას სჭირდება წლები, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ამ თემაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:54 / 10.06.2025
"ქართულ ოცნებას" 15 აპრილს მიღებულ ე.წ. გრანტების კანონში, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა აიკრძალა, ცვლილებები შეაქვს.
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, დღეიდან, 10 ივნისიდან,  10
ივლისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
11:41 / 10.06.2025
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, დღეიდან, 10 ივნისიდან,  10 ივლისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.