ახალი ამბები
სამართალდამცავებმა, ბოლო პერიოდში, ნარკოდანაშაულის 2370 ფაქტი გამოავლინეს
FaceBook
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სამართალდამცველების მიერ გამოვლენილია ნარკოდანაშაულის  2370 ფაქტი.

ასევე, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში მიცემულია - 1712 პირი, მათგან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია - 157 პირი.

უწყების ცნობით, პოლიციის მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ამოღებულია:

4 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“; 2,5 კგ „მეთადონი“; 1 კგ „ალფა პვპ“; 2,7 კგ „პრეგაბალინი“ იგივე „ლირიკა“;  72 კგ „მარიხუანა“; 150 კგ „მცენარე კანაფი“.

როგორც შსს-ში განმარტავენ, პარლამენტის მიერ ნარკოდანაშაულისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და მათი რეალიზაციისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ასევე, დამატებით დაწესდა ადმინისტრაციული პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებას
წყვეტს.
12:51 / 12.09.2025
ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებას წყვეტს.
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც უკვე 196 დღეა, ქუჩაში უწყვეტ
პროტესტს მართავენ, საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.
11:00 / 12.09.2025
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც უკვე 196 დღეა, ქუჩაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.