ახალი ამბები
"გულხელდაკრეფილი აქ არავინ ზის, ვმუშაობთ წინდახედულად ნებისმიერი სცენარისთვის"- მაღაროელების პროტესტი გრძელდება
FaceBook

"ჩვენი პოზიცია უცვლელია: ვითხოვთ ბიჭების გათავისუფლებას და ვეწინააღმდეგებით უკანონო რეორგანიზაციას ყველა სამართლებრივი და გონივრული გზით",- ამბობენ მაღაროელები, რომლებიც უკვე 99 დღეა, პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან.



მათ ჭიათურაში, მერიის წინ, კვლავ კარვები აქვთ გაშლილი და სოციალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით ბრძოლას აგრძელებენ.

"უკანასკნელი 90 დღის მანძილზე საზოგადოებას ღიად და არგუმენტირებულად ვუზიარებდით ჩვენს ხედვებს, ვახდენდით მიმდინარე მოვლენების ანალიზს და ვსაუბრობდით იმ რეალობაზე, რომელიც ამ პროცესს თან ახლდა.

ბიჭებთან დაკავშირებით სიახლე ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი გაჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ლაივები აღარ გამოგვიქვეყნებია და ყოველი ჩვენი ნაბიჯი საჯარო აღარ არის, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ მიმართულებით, რაც ამ ბრძოლას უკავშირდება. ეს მიდგომა გაცილებით მიზანმიმართული და მართებულია, განსაკუთრებით პროცესის ბოლო და გადამწყვეტ ეტაპზე.

აქ გულხელდაკრეფილი არავინ ზის. დღევანდელი ფაზა არ არის პაუზა, ეს არის მომავლის გადამწყვეტი მზადება. ვმუშაობთ დეტალურად, ფხიზლად, წინდახედულად ნებისმიერი სცენარისთვის",- ამბობენ მაღაროელები. 

ჭიათურაში პროტესტი 4 თვეზე მეტია გრძელდება. მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხვდება.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:05 / 06.06.2025
"სამწუხაროდ, დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში,არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, - წერია სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე დღის
წინ დასრულდა და რომელიც ჯერ საზეიმოდ არც გაუხსნიათ, ვანდალიზმის
ფაქტი დაფიქსირდა.
09:42 / 06.06.2025
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე დღის წინ დასრულდა და რომელიც ჯერ საზეიმოდ არც გაუხსნიათ, ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.