ახალი ამბები
"ვართ კარავში, ვართ ისევ მოლოდინში"- ჭიათურაში პროტესტი 98 დღეა, გრძელდება
FaceBook

98 დღე დღეა, რაც ჭიათურაში პროტესტი გრძელდება - ამდენივე დღეა, რაც მშრომელები ხელისუფლებისგან უყურადღებოდ არიან დარჩენილები.


ამ დრომდე, ადგილზე მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა და არც კომპანია მოდის დათმობაზე. მიუხედავად ამისა, მაღაროელებს ქუჩაში კარვები ისევ აქვთ გაშლილი და ბრძოლას აგრძელებენ.

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" მათ 1 ივნისიდან ახალი, დროებითი ხელშეკრულების გაფორმებას დაპირდა, სამი თვის შემდეგ კი - ინდივიდუალური ხელშეკრულებების, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არც ეს შეხვედრა შემდგარა.

მაღაროელებს, ამ დროისთვის, სამი თვის (მარტის, აპრილის და მაისის თვის) ხელფასი აქვთ ასაღები. ისინი ვერ იხდიან ბანკში გადასახადებს და მძიმე სოციალურ პირობებში არიან.

მათ მთავარი მოთხოვნებს ახლა უკვე თანამებრძოლების გათავისუფლებაც დაემატა. 4 მაღაროელი უკვე ერთ თვეზე მეტია, ციხეშია და მათი სასამართლო პროცესი 19 ივნისაა ჩანიშნული.

"ვართ კარავში, ვართ მოლოდინში, რომ იქნებ გაათავისულოს სასამართლომ ბიჭები",- ამბობენ მშრომელები, რომლებმაც თანაქალაქელების გათავისუფლების მოთხოვნით, 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.

"ჩვენი მეგობრების გათავისუფლება პატიმრობიდან არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში",- ამბობენ ისინი.

ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 4-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჭიათურაში პროტესტი 4 თვეზე მეტია გრძელდება. მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:05 / 06.06.2025
"სამწუხაროდ, დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში,არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, - წერია სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში.
12:16 / 06.06.2025

"ჩვენი პოზიცია უცვლელია: ვითხოვთ ბიჭების გათავისუფლებას და ვეწინააღმდეგებით უკანონო რეორგანიზაციას ყველა სამართლებრივი და გონივრული გზით",- ამბობენ მაღაროელები, რომლებიც უკვე 99 დღეა, პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.