ახალი ამბები
მრჩევლის პოზიცია ანაზღაურების გარეშე - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
FaceBook
მრჩევლის საქმიანობის განხორციელება უსასყიდლო იქნება. 

სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის მრჩევლების საქმიანობა, რომლებიც მრჩევლის უფლებამოსილებას სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად განახორციელებენ, არაანაზღაურებადი იქნება.

"მრჩეველის პოზიცია მისი არსიდან გამომდინარე არ არის დატვირთული და ტოლფასი საჯარო სამსახურში სხვა ფორმით დასაქმებული პირებისა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირის მრჩევლების საქმიანობა ანაზღაურებადი არ იყოს", - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ეს არის "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივა, კანონპროექტი მათვე მოამზადეს. ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
მოქმედი კანონი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურებადი მრჩევლის აყვანის შესაძლებლობას ითვალისწინებს. პარლამენტში წარდგენილი ცვლილების გათვალისწინებით კი, მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა ხდება.

აღნიშნული რეგულაცია ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე გავრცელდება, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
11:33 / 03.11.2025
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
10:52 / 03.11.2025

"ვარ ორი პრინცესას მამა, აქედან პატარა ჯერ ნანახიც არ მყავს და სწორედ ეს არის ამ უსამართლობაში კიდევ ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა",- ამის შესახებ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელი, თენგიზ გველესიანი ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბარობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.