ახალი ამბები
ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო
FaceBook
დღეიდან, ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა, 130 მგზავრით, ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით, პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა.

მათივე ცნობით, ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში 2 სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

„ლიონი, არის საფრანგეთის მესამე ქალაქი, რომელიც პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით უკავშირდება. ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის, ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის „ოლიმპიკში“ მოთამაშე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე – ჩემპიონთა ლიგაზე.

იმედი გვაქვს, რომ ლიონის მიმართულება ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების განვითარებას საქართველოში. ველოდებით, რომ მივიღებთ და მოვემსახურებით უფრო მეტ ტურისტს საფრანგეთიდან და მეტი კმაყოფილი მგზავრი გაემგზავრება საქართველოდან საფრანგეთში“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.

Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
98 დღე დღეა, რაც ჭიათურაში პროტესტი გრძელდება - ამდენივე დღეა,
რაც მშრომელები ხელისუფლებისგან უყურადღებოდ არიან დარჩენილები.
16:23 / 05.06.2025

98 დღე დღეა, რაც ჭიათურაში პროტესტი გრძელდება - ამდენივე დღეა, რაც მშრომელები ხელისუფლებისგან უყურადღებოდ არიან დარჩენილები.

„გამოვხატავთ ძლიერ შეშფოთებას მმართველი პარტია
13:49 / 05.06.2025
„გამოვხატავთ ძლიერ შეშფოთებას მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ საქართველოში მოქმედი წამყვანი კრიტიკული მაუწყებლების - "ტვ პირველისა" და "ფორმულას", ასევე "მთავარი არხის" (ვებგვერდი და სოციალური პლატფორმები) -

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.