გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, 2 ივნისიდან 4 ივნისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია
დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის
მაქსიმალური ტემპერატურა 22 - 25 გრადუსი დაფიქსირდება.
დიდო გვაზავას ინფორმაციით, 5 ივნისიდან გამოიდარებს და კვირის
ბოლომდე უნალექო და თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 29-31
გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები