ახალი ამბები
საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინეთ - პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
FaceBook
„გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც შესვლაზე უარის თქმის რისკს ზრდის“, - ამის შესახებ მოქალაქეებისადმი მიმართვას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.

საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს ჯარიმების თაობაზე, რომელიც მათ დემონსტრაციებში შესაძლო მონაწილეობისთვის შეიძლება დაეკისროთ.

"საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას.“
საელჩო მოქალაქეება სევე შეახსენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები და ასევე, შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს.
„ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება მძიმე ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მაღაროელები
11:32 / 29.05.2025

მაღაროელები "ჭიათურა მენეჯერ კომპანის" ადმინისტრაციის მხრიდან ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1 და 2 ივნისს, ქუთაისის
გაბაშვილის, იგივე გორის პარკში, ყველა ატრაქციონი უფასო იქნება.
11:01 / 29.05.2025
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1 და 2 ივნისს, ქუთაისის გაბაშვილის, იგივე გორის პარკში, ყველა ატრაქციონი უფასო იქნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.