ახალი ამბები
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს
FaceBook
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, ღონისძიებები გაიმართება.

სხვადასხვა აქტივობა ორ ლოკაციაზე: ე.წ გორის პარკსა (გაბაშვილის სახელობის პარკი) და სიყვარულის ბაღის მიმდებარედ (ვერიკოს სკვერი) ჩატარდება.

ამასთან,  ნიღბებისა და თოჯინების თეატრში დაგეგმილია სპექტაკლებიც.

სრული პროგრამა:

1 ივნისი:

12:00 სთ. -20:00სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ) - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი;
12:00სთ. 14:00სთ. “მხიარული ჯამბაზები” - ნიღბების თეატრი (ხარაზოვის ბაღი);
13:00 სთ. საბავშვო მუსიკალური სტუდიების კონცერტი - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი;
13:00 სთ. საბავშვო -გასართობი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ანიმაციური გმირები, ტკბილეულით გამასპინძლება - „ვერიკოს სკვერის“ მიმდებარედ;
14:30 სთ. “ცრუპენტელა მელაკუდა”- ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

2 ივნისი:
12:00 სთ. -20:00 სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ) - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი.

ბავშვთა დაცვის დღის შესახებ, პირველად, ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე, 1925 წელს, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობისას გაჟღერდა, ხოლო ამ დღის არსებობა 1949 წელს განმტკიცდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის საფიქრალს მომავალი თაობა წარმოადგენდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში, პირველად, 1950 წელს აღინიშნა.


ამავე თემაზე:

1-2 ივნისს, ქუთაისის გორის პარკში, ატრაქციონები უფასო იქნება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:50 / 30.08.2025
"ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება",-

ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა და სასამართლო სისტემის, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტის, გამოყენებაა.

“ეს ფინანსური განზრახ გაგუდვის მეშვეობით პოლიტიკური დევნის აქტია, რომლის მიზანია, გააჩუმოს და დასაჯოს განსხვავებული აზრი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არა სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალია. წლების მანძილზე საქართველოს ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა თავისი მოქალაქეებისთვის. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საბაზისო პრინციპებს, რომლებსაც კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.

ევროკავშირი მყარად უდგას გვერდში საქართველოს გამძლე და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მთავრობის მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად აგრძელებს მოქალაქეებისთვის მსახურებას”, - განაცხადა ჰიპერმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, „დემოკრატიის მცველები“-ს , „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , „საფარი“-ს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს საბანკო ანგარიშები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.