ახალი ამბები
4 თვეზე მეტი ქუჩაში - ჭიათურელი მაღაროელების ბრძოლა გრძელდება
FaceBook

მაღაროელები "ჭიათურა მენეჯერ კომპანის" ადმინისტრაციის მხრიდან ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან.


მშრომელები უკვე 91-ე დღეა, ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავენ, გაშლილი აქვთ კარვებიც.

როგორც მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, არ დაშლებიან მანამ,  ვიდრე უსამართლოდ დაკავებულ 4 თანამებრძოლს ციხიდან არ გამოუშვებენ და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"კომპანია არაფერზე არ მოდის, თავისი გეგმით მოქმედებს, თავის გეგმას გვესაუბრება, რაც ჩვენთვის, ზოგ შემთხვევაში, ნაკლებად მისაღებია და ბევრ შემთხვევაში მიუღებელი. ვერ ვთანხმდებით ვერაფერზე.

ახლა გვითხრეს, რომ 1 ივნისიდან, რაღაც ახალი დროებითი ხელშეკრულება უნდა დაიდოს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. სამი თვის შემდეგ კი გააფორმებს ინდივიდუალურ მუდმივ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების პირობები არ ვიცით, ამასაც სატყუარად იყენებს. მარტის, აპრილის და მაისის თვის ხელფასი გვაქვს ასაღები. ვინც გადის სამსახურში, იმას ურიცხავს მხოლოდ მარტის თვის ხელფასის 60%-ს და ვინც არ გადის, იმას არა",- ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხვდება. 


ამავე თემაზე:

"დავტოვეთ ისე შეხვედრა, რომ რამე შედეგზე ვერ გავედით"- ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

მაღაროელების მიხეილ სოცკის შეხვედრა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

რატომ არ ხვდება ჯანდაცვის მინისტრი მაღაროელებს - რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე ჭიათურაში 75 დღიან პროტესტზე

"გადავარჩინოთ ჭიათურა"- მაღაროელების ნაწილი თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, ჩავიდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ
არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც შესვლაზე უარის
თქმის რისკს ზრდის“, - ამის შესახებ მოქალაქეებისადმი მიმართვას
საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.
13:52 / 29.05.2025
„გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც შესვლაზე უარის თქმის რისკს ზრდის“, - ამის შესახებ მოქალაქეებისადმი მიმართვას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1 და 2 ივნისს, ქუთაისის
გაბაშვილის, იგივე გორის პარკში, ყველა ატრაქციონი უფასო იქნება.
11:01 / 29.05.2025
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1 და 2 ივნისს, ქუთაისის გაბაშვილის, იგივე გორის პარკში, ყველა ატრაქციონი უფასო იქნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.