ახალი ამბები
1-2 ივნისს, ქუთაისის გორის პარკში, ატრაქციონები უფასო იქნება
FaceBook
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1 და 2 ივნისს, ქუთაისის გაბაშვილის, იგივე გორის პარკში, ყველა ატრაქციონი უფასო იქნება.
გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის მომსახურებაზე ქუთაისის მერიას გამარტივებული შესყიდვა [SMP250001374] აქვს გამოცხადებული. აღნიშნულისთვის მუნიციპალიტეტი 10 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

"ქუთაისში, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია ბავშვებისათვის ატრაქციონებით მომსახურება. წლების განმავლობაში, აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებდა შ.პ.ს „ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი“, რომელიც ქალაქში ერთადერთია და აღჭურვილია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ატრაქციონებით (5 ატრაქციონი).

ადგილობრივი თვითმმართვალობის გადაწყვეტილებით, პატარებს 1 და 2 ივნისს აჩუქებენ დაუვიწყარ დღეებს. ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში ყველა ატრაქციონი მოემსახურება მათ უფასოდ",- ვკითხულობთ შესყიდვის დოკუმენტში.

გარდა ამისა, ქუთაისის მერიას, 1 ივნისს, ქალაქში ღონისძიებები აქვს დაგეგმილი, რისთვისაც 20 000 ლარამდე ღირებულების ტენდერი [NAT250008514] გამოაცხადა.

ბავშვთა დაცვის დღის შესახებ, პირველად, ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე, 1925 წელს, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობისას გაჟღერდა, ხოლო ამ დღის არსებობა 1949 წელს განმტკიცდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის საფიქრალს მომავალი თაობა წარმოადგენდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში, პირველად, 1950 წელს აღინიშნა.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს, 10 000-მდე აბონენტს წყალი არ
მიეწოდება.
12:08 / 30.05.2025
ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს, 10 000-მდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში,
ღონისძიებები გაიმართება.
11:12 / 30.05.2025
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.