ახალი ამბები
ევროკავშირის პროგრამების - „ჰორიზონტი ევროპა“ და „ერასმუს +“ ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის მხრიდან თანხმობა აღარ დასჭირდება
FaceBook
"ქართულ ოცნების" პარლამენტს განსახილველად კანონის პროექტი წარედგინა, რომლის თანახმად გრანტებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ უნდა შევიდეს.

კანონპროექტის მიხედვით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, "ჰორიზონტი ევროპა" (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა "ერასმუს+ (Erasmus+) ფარგლებში განხორციელებულ გრანტებს მთავრობის მხრიდან თანხმობის გაცემა აღარ დასჭირდება.

კანონპროექტის ინიციატორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან. მათი მხრიდან მოთხოვნილია მისი დაჩქარებული წესით განხილვა.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" "გრანტების შესახებ" კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია.

უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.

შეგახსენებთ, 2024 წელს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოში გრანტის მიღება მხოლოდ მთავრობის ან მისი მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი. რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც გრანტის გამცემის, ისე მიმღების მიმართ.

მონიტორინგის და კონტროლის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს მინიჭებული.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აღნიშნულ რეგულაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებული აქტივობების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #(Erasmus+
მსგავსი სიახლეები
134-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციისა და სამკვირიანი შიმშილობის
მიუხედავად, მაღაროელების ბედით ისევ არავინ დაინტერესებულა.
10:48 / 11.07.2025
134-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციისა და სამკვირიანი შიმშილობის მიუხედავად, მაღაროელების ბედით ისევ არავინ დაინტერესებულა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი
კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა
ჩამოიშალა.
10:46 / 10.07.2025
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა ჩამოიშალა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.