ახალი ამბები
"გემო-ფესტ 2025"-ს ქუთაისი 14-15 ივნისს უმასპინძლებს
FaceBook
ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალისთვის, "გემო-ფესტ 2025"-სთვის ემზადებიან.

ფესტივალი 14-15 ივნისს, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ჩატარდება.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ორგანიზატორები, წელსაც, საოცარი არომატებითა და გემოებით თავბრუდამხვევ გასტრონომიულ თავგადასავალს ჰპირდებიან.

"ძველებს უთქვამთ: „კარგი ამბავი ბევრჯერ მოყევი, რომ არავის გამორჩესო“. ჰოდა ჩვენო ერთგულო, ძველო და ახალო სტუმარო - მოინიშნე, დაიმახსოვრე, თუნდაც ხელზე დაიწერე, რომ 14 და 15 ივნისს ქუთაისში გემო ფესტია. ამის გამოტოვება რომ არ შეიძლება, ან გინახავთ ან გსმენიათ მაინც. ასე რომ შევხვდებით ქუთაისში, ხიბლით სავსე იმერეთში",- აცხადებენ ორგანიზატორები.

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პროექტი წამოიწყო. იდეა რეგიონებში გასტრონომიული ფესტივალების „გემო ფესტის“ ჩატარებას გულისხმობს. პირველი „გემო ფესტი“ რაჭაში, ამბროლაურში, 2022 წლის ზაფხულში გაიმართა.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყონ რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციას, ახალი გემოებისა და კერძების აღმოჩენას, გასტრონომიული მიმართულებით ახალი სერვისების და პროდუქტების გაჩენას. ამასთან, პროექტის ავტორები ამბობენ, რომ გასტრონომიული მიმართულების განვითარება და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობა მოგზაურებისთვის დამატებითი მამოტივირებელი ფაქტორი გახდება და რეგიონებში შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადები გაიზრდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.