ახალი ამბები
„ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელმაც გამოიწვია დემოკრატიული უკუსვლა“
FaceBook
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, ქართველ ხალხს გავუგზავნოთ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი“, - წერია საერთო განცხადებაში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკიმ და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს.

ისინი კიდევ ერთხელ გამოვხატავენ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს მათ მზაობას, იყვნენ ევროპული ოჯახის ნაწილი.

ამიტომ, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელმაც გამოიწვია დემოკრატიული უკუსვლა და თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. უნდა შეიცვალოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და აუცილებელი რეფორმების პროცესი კვლავ უნდა განახლდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები", - წერია განცხადებაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა და პოლიტიკოსებმა.

მათ შორის: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიომ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III - ემ, ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩმა, გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პოლონეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, უკრაინის საელჩოებმა და სხვებმა. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:46 / 28.05.2025

"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებულ მექანიზმს, გარემოს დამცველთა საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელს, მიმართა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს
შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
11:36 / 28.05.2025

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.