26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,
ქუთაისში, პროევროპული აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბებიან.
ისინი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, სიმბოლურად, ხელს მოაწერენ.
გარდა ამისა, მერიის წინ, გამართავენ ორი დოკუმენტური ფილმის
ჩვენებას: "ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს" და
"დამოუკიდებლობის გადასარჩენად".
"1918 წლის 26 მაისს "საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა".
გადაწყდა სუვენერული, დემოკრატიული სახელმწიფოს დაბადება, რომელიც
განურჩევლად უზრუნველყოფდა და დაიცავდა თავისი მოქალაქეების
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს.
საქართველოს ისტორია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ბრძოლის
ისტორიაა, ამიტომაც ქართველი ხალხისთვის ეროვნულ დღესასწაულებს შორის
26 მაისი განსაკუთრებულად საამაყოა.
საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა დღესაც
გრძელდება. გელოდებით ქუთაისის რუსთაველზე (პროტესტის ჩვეულ ადგილას -
ქუთაისის მერიის წინ), 19:00 სთ.-დან. ერთად აღვნიშნოთ საქართველოს
დაბადება, მისი აღდენა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების მზაობა. ერთად
გავიხსენოთ, ვიამაყოთ და დავიცვათ საქართველოს სახელმწიფოებრივობა",-
აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ქუთაისსა და სხვა ქალაქებში 6 თვეზე მეტია, უწყვეტი პროტესტია.
საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო,
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის
ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე
მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას
ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
მასალის გამოყენების პირობები