ახალი ამბები
სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც. 



Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ამინდი
მსგავსი სიახლეები
15:48 / 23.06.2025
"ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე,  სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
14:34 / 23.06.2025
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მაღაროელების პროტესტს ეხმაურება, რომლებმაც დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს, ერთ-ერთმა კი პირი ამოიკერა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.