26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,
ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებები გაიმართება.
სხვადასხვა სახის აქტივობა, ბალახვანში, ასსაფეხურიანი კიბის
მიმდებარედ, 12:00 საათიდან დაიწყება, საღამოს კი დასკვნითი კონცერტი
ჩატარდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
აეროპორტების გაერთიანების, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს
ფოსტის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
ნახეთ სრული პროგრამა:
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება:
12:00 – 19:00 საგამოფენო სივრცე: ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციული,
საგამოფენო სივრცე;
12:00 – 19:00 მულტიფუნქციური სივრცე: ბავშვებისა და უფროსებისთვის
სხვადასხვა გასართობი აქტივობები (მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი,
ჩამოაგდე ჯოხი, ლაბირინთი, მეგა ბიარ პონგი), VR, მასიური ჩემოდნების
ფოტო ზონა, მოსასვენებელი კუთხე;
12:00 – 19:00 საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა/ფერადი
სახლები (საჰაერო ბურთის ვორქშოპი, სასურათე სამახსოვრო ფორმების
ვორქშოპი, თვითმფრინავის ვორქშოპი), საბავშვო ფოტო ზონა;
12:00 – 19:00 სიმულაციის ოთახი: თვითმფრინავის კუდის იმიტირებული
კუთხე, ოთახი ფრენის სიმულაციისთვის;
საქართველოს ფოსტა:
12:00 – 19:00 ფოტო-ზონები: 26 მაისის მთავარი ინსტალაცია,
საქართველოს ფოსტის ლოგოს ინსტალაცია (ჩიტები), მოცულობითი
კონვერტი;
12:00 – 19:00 საგამოფენო სივრცე: საქართველოს ფოსტის ინფორმაციული,
საგამოფენო სივრცე;
12:00 – 19:00 საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა საქართველოს
ფოსტის ლოგოს ორიგამის ვორქშოპი, მარკების არტ ვორქშოპი, კონვერტის
დამზადების ვორქშოპი), საბავშვო აქტივობები (ამანათების ჩალაგება,
წერილების დახარისხება, აქტივობა: დაიჭირე კონვერტი);
12:00 – 19:00 მულტიფუნქციური სივრცე: ძველებური ფოსტის იმიტაცია,
კალიგრაფისტის მიერ გრაგნილებზე ვიზიტორების სურვილისებრ მათი
სახელების დაწერა;
12:00 – 19:00 გაცოცხლებული პერსონაჟები: საქართველოს ფოსტის
ანიმაციური გმირები, მასიური თოჯინები (ფოტო-ზონა);
12:00 – 19:00 ბატიბუტისა და ბამბის ნაყინის კუთხე (უფასოდ დარიგება
ღონისძიების პერიოდში, საათში ერთხელ);
ღვინის ეროვნული სააგენტო:
13:00 ორკესტრის მსვლელობა;
13:00-17:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
13:00 - 17:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა;
14:00 - 17:00 იმერული ჯიშის ღვინოები, ღვინის სივრცეში სომელიეს
თანხლებით;
13:30-17:00 - საბავშვო სივრცე:, გვირგვინების დაწნის მასტერკლასი,
სხვადასხვა თამაშები;
13:15 – 15:00 - დღის კონცერტი - ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა
და შემსრულებლების მონაწილეობით;
17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო -
საზეიმო აღნიშვნა, საქართველოს ჰიმნი- ქ, ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის
სახელობის კამერული გუნდი;
17:20 საათზე დასკვნითი კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას დათო
არჩვაძე, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, აჩიკო ცანკაშვილი, სოფო
პაპუაშვილი, ეკა კვალიაშვილი, ნუკა კვალიაშვილი, სანდრო კობახიძე,
ელენე ფოჩხუა, ქართული ხმები, დავით ილურიძის ბენდი, ალილო და დიჯეი
გიგა პაპასკირი მიიღებენ. ღონისძიებას მაია დათუნაშვილი წაიყვანს.
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით,
საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები