ახალი ამბები
22 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება - ინსტრუქცია
FaceBook
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია, დღეიდან 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ამის შესახებ განათლების სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია მითითებული.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება registration.emis.ge - ზე, რაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდს წარმოადგენს.

"ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება, “ წერია განცხადებაში. 

აქვე მითითებულია პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
პ6ირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე: https://skolebi.emis.ge/ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=1bCSvZsGPTs ”-- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა და 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

"ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იმ ბავშვების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს, რომლებსაც 2025 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, უფლება აქვთ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან
საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
16:07 / 22.05.2025

ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

15:28 / 22.05.2025

"ჭიათურაში, რეორგანიზაციის პროცესი შრომითი სამართლის ფუნდამენტური სტანდარტებისა და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს", - ასე ეხმიანება "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.