ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფოსტის შენობაში
ჭერი ჩამოინგრა.
მოქალაქე რამზეს კილასონიას თქმით, სამშენებლო მასალის ფრაგმენტები
"გლოვოს" კურიერს დაეცა თავზე.
"მე-9 სკოლის წინ მდებარე შენობა ინგრევა, ჩამოიშალა მთელი სახურავი.
ამ გზაზე ყოველდღე მოძრაობენ ბავშვები და სტუდენტები. არცერთი
დამცავი, არცერთი გაფრთხილება!
„გლოვოს“ კურიერს თავზე დაეცა აგურის ნატეხი. რას ელოდებით?! უბედურ
შემთხვევამდე ვერ გადიხართ კაბინეტებიდან?! სიკვდილს ელით?!",- ამბობს
რამზეს კილასონია.
თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფოსტის შენობის მეორე
სართულზე გასული წლის აპრილში
ხანძარი გაჩნდა. რადაგან მეორე სართული
უფუნქციო იყო, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ობიექტის
პირველი სართული კი, სადაც ფოსტის სერვის ცენტრი და საფოსტო
დახარისხების ცენტრი იყო განთავსებული, დაზიანდა. ამ შემთხვევიდან 5
დღის შემდეგ, შენობაში
ცეცხლი მეორედ გაჩნდა.
ფოსტის შენობაში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე, "ნაციონალური მოძრაობის"
წევრი გიგა შუშანია
გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ოპოზიციონერი
დეპუტატის თქმით, საზოგადოებაში არსებობდა კითხვები, რომ ცეცხლი
შეგნებულად გაჩნდა, რადგან შენობის გასხვისება და მის ადგილას
სასტუმროს აშენება იგეგმებოდა.
შსს-ში მაშინ გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა რა
მუხლით, ეს არ დაუკონკრეტებიათ. მას შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა და
ისედაც ამორტიზებული შენობა ყოველდღიურად ნადგურდება.
თამარ მეფის ქუჩა #56-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა " საქართველოს ფოსტის" საკუთრებაშია. შესაბამისად,
ქუთაისის მერია ამ შენობასთან დაკავშირებულ საკითხებზე
პასუხისმგებლობას იხსნის.
გასულ საუკუნეში აგებული ნაგებობის ფასადს, სადაც ადრე
კავშირგაბმულობა ფუნქციონირებდა, განახლებითი სამუშაოები ბოლოს 1987
წელს ჩაუტარდა, რაც თავის მხრივ, შენობის გაფართოებას უკავშირდებოდა.
მას მარჯვენა მხრიდან დამატებითი ფართი მიაშენეს, თანაბარი ვიზუალური
ეფექტის მისაღწევად კი ფასადი განაახლეს და ნაცნისფრად შეღებეს. მას
შემდეგ შენობის ინტერიერსა და გარე იერსახეზე არავის
უზრუნია.
ამავე თემაზე:
ქუთაისში, ფოსტის შენობას 5 დღეში მეორედ გაუჩნდა
ცეცხლი
"მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას ხანძრის მიზეზებზე"-
გიგა შუშანია ფოსტის შენობაზე
ქუთაისში, საქართველოს ფოსტის შენობაში, ხანძარი
იყო
მასალის გამოყენების პირობები