მე-12 კლასელები ქუთაისში სკოლის დამთავრებას ზეიმობენ.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ბოლო ზარი
ქუთაისის სკოლებში 1511 მოსწავლისთვის დაირეკა, აქედან
1275 საჯარო სკოლის მოსწავლეა, დანარჩენი კი- კერძო სკოლის.
მოსწავლეებმა ტრადიციას არ უღალატეს და პერანგებსა და მაისურებზე
სამახსოვრო წარწერების რიტუალი განახორციელეს.
ქალაქში სულ 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.
მასალის გამოყენების პირობები