ახალი ამბები
გალერეას, სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქციის ნაცვლად, მხოლოდ სახურავს შეურემონტებენ
FaceBook
დავით კაკაბაძის სამხატვრო გალერეაში სახურავის რემონტისთვის მერიამ 48 175 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT250008652 ) გამოაცხადა.

ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის სახურავი 2022 წლის ბოლოს ნაწილობრივ გაარემონტეს. შენობაში მაშინ წყალი ჩავიდა და ექსპონატები დააზიანა.

შენობა ამორტიზებულია და საჭიროებს სრულმასშტაბიან რემონტს.

2019 წელს სახელმწიფოს მხრიდან თითქოს იყო ამის მცდელობა.

მაშინ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციის პროექტირებაზე  ტენდერი გამოაცხადა.

შეპირების მიხედვით რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმებოდა, როგორც გარე ფასადის, ასევე საგამოფენო სივრცეების განახლება.

გათვალისწინებული იყო მცირე ავტოსადგომის მოწყობაც.

სამუშაოები სამ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო.

შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "აი ჯი ეიჩ"-ი მუშაობდა. მათ უნდა ჩაეტარებინათ კვლევითი სამუშაოები და შეემუშავებინათ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული კონცეფცია. 

"აი ჯი ეიჩ"-მა პირველი ეტაპი - საკვლევაძიებო სამუშაოები ჩაატარა.  მეორე ეტაპზე კომპანიას პროექტის კონცეფცია მოამზადა.  სწორედ ეს პროექტი დაუწუნეს "აი ჯი ეიჩ"-ს.

მუნიციპალური განვითარების ფონდში მაშინ განმარტავდნენ, რომ კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი კონცეპტ-დიზაინი არ მოიწონა როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტმა. ამ მიზეზით მაშინ გალერეის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია გაურკვეველი ვადით გადაიდო.

სამხატვრო გალერეის დირექტორი ელისო ჩოგოვაძის თქმით სრულმასშტაბიანი რემონტის შესახებ „ჯერჯერობით არაფერი ისმის“. 

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა #8-ში გალერეის შენობა 1976 წელს აშენდა.

კოლექციაში დაცულია ფერწერული (ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ალ. ციმაკურიძე ქ. მაღალაშვილი, ელ. ახვლედი*ანი, ლადო გუდიაშვილი, კორნელი სანაძე, სერგო ქობულაძე, რ. სტურუა), გრაფიკული, სკულპტურული (ბიძინა ავალიშვილი, გ. ნიკოლაძე, ირ. ოქროპირიძე, ს. ყიფიანი, ვ. მიზანდარი, შ. მიქატაძე), გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

გალერეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი გალერეაში 18 ექსპონატს აქვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც 83-ე დღეა, უწყვეტ საპროტესტო
აქციებს მართავენ, მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით,
12:15 / 19.05.2025
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც 83-ე დღეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ, მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ადმინისტრაციისგან პასუხს ელოდებიან.
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა კიდევ
ერთი მსოფლიო ჯილდო - The Best in Heritage – Project of Influence
(მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი) მიიღო.
10:55 / 19.05.2025
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა კიდევ ერთი მსოფლიო ჯილდო - The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი) მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.